ორილო - ღვინო, რომელიც ისტორიას ჰყვება

ორილო - ღვინო, რომელიც ისტორიას ჰყვება და ისტორია, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო. 

ხაშმში Orphan ilo ამბავი ყველამ იცის. ისიც იციან, რომ ნახუცრიშვილების ოჯახი განსაკუთრებულ პატივს სცემს ვენახს და ღვინოს - 70 წელია ყოველ წელს, რთველი და ღვინის დაყენება ტრადიციაა, რომელიც ბოლო 3 წელია უკვე პროფესიად გადააქციეს.

 2020 წელს, როცა ყველაფერი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, გადაწყვიტეს, რომ სწორი დრო იყო დიდი ხნის სურვილის ასასრულებლად - საკუთარი ეტიკეტით ჩამოესხათ ღვინო და მთელ მსოფლიოში ხაშმის საფერავისთვის გაეთქვათ სახელი. 

ბაზარზე გამოჩენისთანავე საკუთარი მომხმარებელი იპოვეს, რომელსაც ძალიან უფრთხილდებიან და ხაშმის საფერავის სხვადასხვა ვარიაციებით ანებივრებენ: ქვევრი, უჟანგავი თუ ფრანგულ კასრში 15 თვიანი დავარგებით. 

თვლიან, რომ მეღვინეობა პროფესიაა და არა ჰობი, არ უშინდებიან ექსპერიმენტებს და პირველები არიან, რომლებმაც ხაშმის საფერავისგან როზე დააყენეს. ექსპერიმენტმა კი ისე გაამრთალა, რომ წელს უკვე გაორმაგებული რაოდენობით ჩამოასხეს. ინსპირაცია ხაშმის საფერავის გამოკვეთილი მჟავიანობა იყო, რომელმაც ღვინის ბუნებრივად ნახევრად მშრალად დატოვებამ საოცრად დააბალანსა და სასიამოვნოდ მისართმევი როზე-ანასტასია მიიღეს. სახელი სიმბოლურად მარიამის ქალიშვილის არის, რომელიც სწორედ იმ წელს დაიბადა, როცა ღვინო პირველად ჩამოასხეს. 

მთავარი აქცენტი, რომ ღვინის ხარისხის პოზიციონირებაა ბოთლის ვიზუალიდანაც მიხვდებით - ეტიკეტი მინიმალისტურია და მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია გასაგებად წერია. კომპანიის ლოგო თამარ მეფის სამეფოს სიმბოლოა, რომელიც შედარებით მინიმალისტურია. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ხაშმში ვენახების გაშენება. 

„საოჯახო მარნები არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერთი დიდი ოჯახი, რომ ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხის ღვინო, რათა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს, რომლებიც არ უყურებენ ქართულ ღვინოს სერიოზულად, ვაჩვენოთ როგორი ღვინის დაყენება შეგვიძლია ქართველებს. დღეს ძალიან მიხარია, რომ ჩვენს გარშემო ესე ხდება და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ“ - მარიამ ნახუცრიშვილი. 


ტაილანდი, აშშ და ბელგია - ეს ის ქვეყნებია, სადაც ამაყად შეგიძლიათ ორილოს ღვინო მოითხოვოთ. მალე კი ამ ჩამონათვალს ევროპის არაერთი ქვეყანაც შეუერთდება.

სამომავლო გეგმები, თეთრყურძნიან ჯიშებამდე ხაშმის საფერავის სრული პოტენციალის ჩვენებაა. თვლიან, რომ თანამედროვე მიდგომების გამოყენებით მნიშვნელოვნად შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ქართული ღვინის ხარისხი და შევინარჩუნოთ ტრადიციაც. 

 „ორილოს ხაშმის საფერავი არის ღვინო, რომელიც ჰყვება ისტორიას. მაქვს განცდა, რომ ვინც ამას აგემოვნებს, თითოეულ წვეთში გრძნობს ძალიან დიდი ისტორიას - ტერუარის, ქვეყნის და ჩემი ოჯახის“ - მარიამ ნახუცრიშვილი.

I BUILT MY SITE FOR FREE USING