ქართული ჯინი - მალამო

ჯინი და ჯინ-ტონიკი - სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირებული სიტყვებია. განსაკუთრებით მაშინ თუ ჯინი კარგია. 

კაი ჯინის გაკეთება კი მარტივი ამბავი არ გეგონოთ. ბექა, კოტე და გიორგი ჯინის სიყვარულმა იმდენად გაიტაცა, რომ საბოლოოდ თავიანთი ჯინი გამოახდევინა. სასურველ გემომდე კი ბევრი იარეს და საბოლოოდ ის ნედლეული იპოვეს, რომელმაც ის გემო დასვა, რომელსაც ეძებდნენ. ამ ქვეყანაში ბევრი ჯინის მოყვარული კი გვყავს, თუმცა ტექნოლოგი ვერავინ ვერ მოიძებნა, ამიტომაც თავად შეუდგნენ პროცესს, დისტილაცია ონლაინ კურსებით შეისწავლეს და უკრაინელი ტექნოლოგების დახმარებით გამოხადეს ჯინი.  

პროდუქტის სახელი და ვიზუალი ბიჭებისთვის ხარისხზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - თავიდანვე იცოდნენ, რომ სასმელი მედეასთან და მკურნალობასთან ასოცირებული უნდა ყოფილიყო და ესე დაიბადა მალამო.  

ჯინში სულ 13 ბოტანიკალი გვხვდება, აქედან 10 ადგილობრივია. მალამო ჯინი იმედოვნებს, რომ მალე ყველა ბოტანიკალი ადგილობრივი, ქართული წარმოების იქნება, რაც სამომავლო გეგმებში უკვე შედის. ნედლეულის წარმოებასთან ერთად კი ისეთი კონცეფციის ბარის შექმნას გეგმავენ, სადაც მომხმარებელს ახლად გამოხდილი ჯინის დაგემოვნება შეეძლება. 

მალამოს ხასიათი მრავალფეროვანია და უნიკალური გემოვნური პროფილი გააჩნია, რაზეც ბევრი ფაქტორი მოქმედებს - მცენარეების წარმომავლობა, სპირტი, წყალი და ა.შ.  მისი მირთმევა ლანჩის გარდა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. აი ისეთი ჯინია, თავს რომ შეგაყვარებს. მიზანიც ის არის, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში ნელ-ნელა ჯინთან ურთიერთობის კულტურა შექმნას, რაც საზღვრებსაც გასცდება და მსოფლიოს დაიპყრობს. ერთ ლიტრიან ბოთლებთან ერთად კი მალე 0.5 და 250 ბოთლებში ვიხილავთ მალამოს, რაც ჯინს ჯიბეში ჩასაგდებად უფრო სასურველს გახდის. 

მალამო ჯინის კოქტეილების დაგემოვნება საყვარელ ბარებში, მისი შეძენა კი ალკოჰოლურ ობიექტებში და ველიზე შეგიძლიათ. 

ყველაზე მეტად კი იმის სჯერათ, რომ ბოთლი მალამო საუკეთესო საჩუქარია.

I BUILT MY SITE FOR FREE USING