525 Grapes - ინოვაციური ტიპის მეღვინეობა საქართველოში

 ე.წ Custom crush winery – მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში საკმაოდ წარმატებული და აპრობირებული მეთოდია. მსგავსი ტიპის მეღვინეობა ინდივიდუალური, მცირე თუ საშუალო მეღვინეობებისთვის იმ პროცესების შემსუბუქებას გულისხმობს, როგორიც დანადგარების და ინვენტარის მოძიებაა, რაც ხშირად დიდ თანხებთან ასოცირდება. ასევე რთულია იმ პირობების მოწყობა, რომელიც ღვინის ფერმენტაციისთვის არის საჭირო. საქართველოში კი ამ სერვისს მარანი “525 Grapes” გვთავაზობს. 

T: რა ტიპის სერვისს სთავაზობს მეღვინეებს პლატფორმა „525 Grapes“? 

„525 Grapes“ მცირე და საშულო მეღვინეობებს ჩვენს პლატფორმაზე სთავაზობს ღვინის შექმნას ყურძნის დაწურვიდან ბრენდირებამდე. ეს კონცეფცია საშუალებას აძლევს მეღვინეებს, აწარმოონ ღვინო მეღვინეობისთვის საჭირო ძვირადღირებული აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის ინვესტიციის გარეშე. მეღვინეებს შეეძლებათ ნაკლები დანახარჯებით, დროის ეკონომიით და სწორი სტრატეგიით ხარისხიანი ღვინის მიღება, რომელსაც ჩვენი პროფესიონალური გუნდი უზრუნველყოფს. 

ჩვენი ქარხანა ბიწმენდში, საგურამოში მდებარეობს, რაც თბილისთან ძალიან ახლოს არის და დამკვეთს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ტიპის პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

 T: როგორ შეუმსუბუქებს თქვენი პლატფორმა მეღვინეებს სასურველი მიზნების მიღწევის პროცეს? 

ეს სერვისი, რომ ჩავშალოთ პირველ რიგში ითვალისწინებს კონსულტაციას და დეტალების დაზუსტებას, სადაც ზუსტად უნდა მოხდეს აღწერა, დამკვეთის და მისი სურვილის. შემდეგი ეტაპი რთველი, ყურძნის დაწურვა და ალკოჰოლური დუღილია. იგულისხმება სტილისტიკურად კლასიკური, ჭაჭაზე დაყოვნებული თუ ლექზე დავარგებული, თუ საჭიროება მოითხოვს შესაბამისი ღვინოების დამუშავებით.

 ადგილზე გვაქვს ჩვენი თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორია და ღვინოს ყოველი ნაბიჯი იქნება გაკონტროლებული. 

ასევე ვთავაზობთ მეორად მუხის კასრებში დაძველების პროგრამას, ან უშუალოდ მომხმარებელსაც შეუძლია კასრი მოიტანოს და განათავსოს. 

ფაქტიურად, აპრილის ბოლომდე, ღვინო უკვე ბარდება პატრონს და მას აქტიურად შეუძლია თავისი რესურსები მარკეტინგულ განვითარებაზე მიმართოს. 


T: რა სახის წვლილს შეიტანს პლატფორმა „525 Grapes” ქართული ღვინის განვითარებაში ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზარზე?

 საქართველოში მცირე და საშუალო მარნების ძირითადი პრობლემა არის ერთი ის, რომ ღვინის მცირე რაოდენობა აქვთ, რომლის გასაზრდელად ფინანსური სახსრები არ ჰყოფნით ან მარკეტინგულ და ლოჯისტიკურ პროცესებს ვეღარ წვდებიან, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. 

ჩვენ პლატფორმით კი ვთავაზობთ გამოსავალს - თვითღირებულების კუთხით მწარმოებელი უფრო ნაკლებს დახარჯავს ღვინის დაყენებაში და შესაძლებლობა ეძლევა უფრო მეტი ყურადღება და ფინანსები მიმართოს მარკეტინგული და ლოჯისტიკური ნაწილისთვის. 

ამასთან ერთად, ჩვენთან მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ იმპორტიორი კომპანიები, ბლოგერები თუ ღვინის ენთუზიასტები და ამით მწარმოებლებს მიეცემათ თავისივე დაბრენდილი ღვინის გაყიდვის პოტენციალი.

I BUILT MY SITE FOR FREE USING