იცოდეთ და იცნობდეთ ქეთი ჯაფარიძეს. ის „8000 მოსავლის“ მეღვინეობების მიმართულების ხელმძღვანელია. ქეთი ერთ-ერთი მათგანია, დაარსებამდე, რომ 8000სელი გახდა. ცხოვრების ყველა ეტაპზე ისე ხდებოდა, რომ მეღვინეობის არჩევა უწევდა ან ეგრე გამოდიოდა, რომ თურმე მეღვინეობას ირჩევდა.
ყველანი ვთანხმდებით იმაზე, თუ რამხელა გავლენა იქონია „8000 მოსავალმა“ ქართული ღვინის კულტურის ჩამოყალიბებაში. ტემპი, რომელიც დღესაც იზრდება, მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანი მოტივატორია. დღეს, თითქოს უახლესი წარსული, შორეულ ამბებად გადაიქცა. სად ვიყავით, სად ვართ და საით მივდივართ ამ თემაზე თბობა სწორედ ქეთი ჯაფარიძეს ესაუბრა.
T: დავიწყოთ თავიდან, სად იყო ქართული მეღვინეობა 2015 წელს და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა „8000 მოსავალმა“?
ჩემი ამ სფეროში ჩართულობა 2015 წელს დაიწყო. სიმართლე გითხრათ, მაშინ ისეთი მდგომარეობა იყო რამე იმპულს ვგრძნობდი მოგატყუებთ. დღემდე ყველაზე მძაფრი და ნათელი რაც არის ძალიან პოპულარული ხდება მეღვინეობა და იზრდება ინდუსტრია. მაშინ მეღვინისთვის რთული იყო მომხმარებლამდე მისვლის პროცესი. მეორე მხრივ მომხმარებლისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ქართული ბოთლის ღვინო. სწორედ ეს პროცესი გავამარტივეთ.
ერთი ის ვიცოდით, რომ ბოთლის ღვინო ძალიან საინტერესო იქნებოდა ქართველისთვის. რადგან ის საუბარს, განსხვავებული ემოციის გაზიარების საშუალებას უწყობს ხელს. ამასთან ერთად ჩვენ ამოვიღეთ კერძის უპირატესობა და პირიქით ღვინო გახდა მთავარი. უფრო კულტურული გარემო შეიქმნა, რამაც ღვინის ტკბობის პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
საქართველო, რომ ღვინის სამშობლოა ეს ჩვენ სანამ გვაღიარებდნენ მანამდეც ვიცოდით. ღვინო რაღაცნაირად გენში გვაქვს. რატომ უნდა ვყოფილიყავით ბოთლის ღვინისგან შორს?! სწორედ ეს ნიშა შექმნა „8000 მოსავალმა“.
T: სად ვართ დღეს?
დღეს ქართული მეღვინეობის ინდუსტრია საკმაოდ გაზრდილია რაოდენობაში. თუმცა ხარისხობრივი მაჩვენებლით პროცენტულად იგივე რაოდენობა ვერ სცდება ზღვარს, რაც თავდაპირველად. დღესაც კი არიან მეღვინეები ვისაც უკვირთ, თუ რატომ ვუგზავნით დეგუსტაციის რეპორტებს.
ჩვენი გამოცდილებით, სწორედ ჯანსაღმა კრიტიკამ ძალიან გაზარდა მეღვინეობები და გვქონია შემთხვევა, როცა რამდენიმე წლიანი უარის შემდგომ დღეს ის ღვინო დახვეწილი და გაუმჯობესებული დევს ჩვენს თაროზე.
საერთოდ ინდუსტრია როცა ვითარდება, პირველ ნაბიჯზე რაოდენობაში იზრდება და ყალიბდება. სწორედ ამ პირველ ნაბიჯში ვართ დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი რამ ხდება და ბევრი ახალი რაღაც ვითარდება, სწავლის მხრივ მაინც დასაწყისში ვართ.
T: საით მივდივართ?
მე ვფიქრობ, რომ ქართული ღვინო ამოვარდნილია სხვა ქვეყნის ღვინოებისგან. თუნდაც ის ფაქტი, თუ როგორ ვახასიათებთ ღვინოს - საზღვარგარეთ ძლიერი ღვინოები ჩვენთან კლასიკურის კატეგორიაში გადის.
ჩვენ ძალიან საინტერესო ჯიშებიც გვაქვს, რასაც მიჩვევა და მიმღებლობა სჭირდება. ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, წარმატებული ქვეყნების ფორმულა უნდა გამოვიყენოთ, ბევრი ვისწავლოთ და გამოვიკვლიოთ ჩვენი ჯიშები თუ ნიადაგი. ამას კი ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობა აუცილებლად შეძლებს. მათ კი ვეტყოდი, რომ საქართველოში ბევრი ნიშა არის თავისუფალი და სწორედ ეს ნიშები ეძებონ, რათა უფრო მეტი გარდატეხა მოახდინონ ინდუსტრიაში. ვფიქრობ, საკუთარი ამბიციებისთვისაც უკეთესი იქნება. იმის თქმა მინდა, რომ რაც პოპულარულია მარტო იმის მარწუხებში არ მოექცნენ.