ასტრალი - ადგილი, სადაც რეალობას პოულობ

დატვირთული კვირის ბოლოს პარასკევის მოსვლა ყველასთვის სასიხარულო ამბავია. რა ვქნათ, სად დავლიოთ - მგონია რომ ამაზე ფიქრს ოთხშაბათიდან თუ არა ხუთშაბათიდან მაინც ვიწყებთ. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად კი გვემატება გარეთ გასვლის და მეგობრებთან დროის გატარების ხალისი. 

საყვარელ ადამიანებთან და გემრიელ სასმელებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. იოველ ქუთათელაძის 4 ნომერში მდებარე ღვინის ბარ „ასტრალში“ კი ის გარემოა, სადაც კარის შეღებისთანავე დიდი თავგადასავალი იწყება. 

ღვინის დახლებზე თქვენ საყვარელ გემოებთან ერთად ახალი საინტერესო ტონებიც დაგხვდებათ. ყოველი მომდევნო ჭიქის მერე კი, ირგვლივ შემოკრებილ ადამიანებთან ნებისმიერ ეგზისტენციალურ თემატიკაზე შეგეძლებათ დიალოგი წამოიწყოთ. ღვინის  ბუკეტებით ტკბობისას კი თრობა ისე შემოგეპარებათ ვერც კი მიხვდებით. 

ასტრალის ისტორია მაშინ დაიწყო, როცა პანდემია მძვინვარებდა. საყვარელ ადამიანებს მონატრებულმა ბექამ, გადაწყვიტა შეექმნა ისეთი ადგილი, სადაც ყოველგვარი წესების დაცვით, მეგობრები ერთმანეთს ნახავდნენ და პანდემიამდელ რეალობას დააბრუნებდნენ. არც კომენდანტის საათს უშინდებოდნენ და შეკრებას 6 საათზე იწყებდნენ. ბარის ლოზუნგიც მაშინ შეიქმნა - გაექეცი რეალობას, ასტრალში ვარ გამოდი. 

ერთის მხრივ რეალობისგან თავის გაქცევა, სხვა რეალობაში ამოგვაყოფინებს თავს, თუმცა სწორედ ეს გვეხმარება გვერდიდან შევხედოთ ჩვენს თავებს და ობიექტური დასკვნები გავაკეთოთ -  ასტრალის ამ თერაპიას კი ფონად მუსიკა დაჰყვება, რომლის ჯადოსნურობაც გაგაოგნებთ.   

მიუხედავად იმისა, რომ დღეს არც პანდემია გვაქვს და აღარც კომენდანტის საათი, ასტრალი მაინც არის ის ადგილი, სადაც შეგიძლია ცხოვრების ყოველდღიური რუტინიდან ამოვარდე ისე, რომ ჭეშმარიტ რეალობას დაუბრუნდე.

მოკლედ, ეს ადგილი სჯობს თქვენი თვალით ნახოთ და დარწმუნდეთ, რომ სასიამოვნო დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად სასიამოვნო გარემო ქმნის.  

I BUILT MY SITE FOR FREE USING