იტალია - ღმერთების ელექსირი

IN VINO VERITAS - ეს გამონათქვამი ასახავს ღვინის მნიშვნელობას იტალიურ კულტურაში. ის მსოფლიო ღვინის უმსხვილესი მწარმოებელია და წელიწადში 4 მლრდ ლიტრზე მეტ ღვინოს აწარმოებს. 

ღვინის წარმოება იტალიაში უძველესი დროიდან თარიღდება. ღვინის ისტორიით და კულტურით, რომ მდიდარია ამას 400ზე მეტი ყურძნის ჯიში და 20 ღვინის რეგიონიც მოწმობს. 

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეგიონია ტოსკანა, სადაც თავმოყრილია ყველაზე საკულტო ღვინოები, როგორებიცაა Chianti, Brunello Di Montacino და Vino Nobile Di Montepulciano. ეს ღვინოები მზადდება სანჯოვეზეს ჯიშის ყურძნისგან, რომელიც ხასიათდება საშუალო სხეულის, გამოკვეთილი მჟავიანობითა და წითელი ხილის არომატებით. ტოსკანაში ასევე ვხვდებით სხვადასხვა ჯიშის ყურძენსაც: მერლო, სირა, კაბერნე სოვინიონი და ა.შ 

სამხრეთით პიემონტის რეგიონში გადასვლისას ყურადღება გადადის ნებიოლოს ყურძენზე, რომლითაც იწარმოება ისეთ ღვინოები, როგორებიცაა ბაროლო და ბარბარესკო. ეს ღვინოები ცნობილია ტანინებით, მუქი ხილის, ტრიუფელის არომატით და გამოირჩევა კარგი დაძველების პოტენციალით. პიემონტში ასევე არის ბარბერა და დოლჩეტოს ყურძნის ჯიშები, რომლებიც აწარმოებენ უფრო დაბალბიუჯეტურ ღვინოებს. ბაროლოს ღვინოს მაღალი ხარისხის გამო  კი “King of Wines” უწოდებენ.

ხმელთაშუაზღვის უდიდესი კუნძული სიცილიაზე ყურძნის სხვადასხვა ჯიშების ვარიაცია გვხვდება. ღვინოსთან ერთად, დღემდე იწარმოება შემაგრებული ღვინო მასალა, რომელიც კუნძულზე საუკუნეების განმავლობაში იწარმოებოდა. 

იტალიური ღვინის კლასიფიკაცია ეფუძნება ღვინის ხარისხს და გეოგრაფიულ რეგიონს, სადაც ის იწარმოება. ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციაა DOC და DOCG, რომლებიც წარმოადგენენ უმაღლესი ხარისხის ღვინოებს. 

იტალიური ღვინო მრავალფეროვანი და საინტერესოა ღვინის სამყაროს შესასწავლად. ყველა ღვინის მოყვარულს შეუძლია თავისი გემო იპოვოს. იტალიური კულტურასა და გასტრონომიაში კი ღვინოს მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ბევრი იტალიური ღვინის ქარხანა ოჯახური საკუთრებაა და ასობით წელია თაობიდან თაობას გადაეცემა.  

I BUILT MY SITE FOR FREE USING