მარი გელაშვილი #GenZ - პროფესიით ტკბობა

მე ვარ მარი გელაშვილი დავამთავრე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა - მევენახეობის ფაკულტეტი, შემდგომ ჩავაბარე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ქართული მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით , რომლის მე3  სემესტრიდან წავედი გაცვლითი პროგრამით ესპანეთში და ვსწავლობდი ღვინის ტურიზმის მიმართულებით. ამჟამად ვარ ერთ-ერთ მარანში სომელიე/მენეჯერი. 

როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ: 

18 წლის ასაკში ნამდვილად  არ ვიცოდი ზუსტად რა პროფესია მინდოდა ამერჩია, ვფიქრობ ახლაც ძიების პროცესში ვარ და სწორედ ეს მომწონს - ჩემი პროფესია მაძლევს ლავირების საშუალებას, შეგიძლია იყო ერთ სფეროში და ამავდროულად გქონდეს მრავალფეროვნება, შეგიძლია იყო მევენახე, მეღვინე, სომელიე ან იყო გაყიდვებში მოკლედ ბევრ რაღაცას მოედო.

რატომ ავირჩიე ეს პროფესია:

ჩემთვის მნიშვნელოვანია რასაც ვაკეთებ მსიამოვნებდეს და პროცესი იყოს მრავალფეროვანი, ცოცხალი და შემოქმედებითი.  ამ ყველაფრის გაერთიანებას წარმოადგენს ჩემთვის სწორედ ჩემი პროფესია. 

ჩემი მიზანია: 

სიმართლე გითხრათ კონკრეტული მიზანი არ მაქვს ჩემთვის მთავარია პროცესით სიამოვნების მიღება , შინაარსიანი პროდუქტის შექმნა და ცხადია საკუთარი თავის პროფესიული განვითარება. 

რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ: 

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მოტივაცია სხვადასხვა რაღაცები მაძლევს ხოლმე, ეს შეიძლება იყოს საკუთარი თავი, მეგობრები, ფინანსური მდგომარეობა და სხვა. 

რა აკლია ქართულ მეღვინეობას: 

ჩემი აზრით ქართულ მეღვინეობას მრავალფეროვნება და ახალი ხედვა აკლია, რაც გვაქვს კარგია და მისასალმებელი თუმცა სიახლეები აუცილებელია, რა თქმა უნდა თუ გვსურს საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება.

რჩევები მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას: 

ჩემი რჩევა იქნება საწყის ეტაპზე სანამ ამ სფეროს აირჩევთ რაღაც პერიოდი ვენახში, ან საწარმოში გაგეტარებინათ, გესაუბრათ იმ ადამიანებთან ვინც უშუალოდ პროცესშია ჩართული, რადგან მათგან ყველაზე კარგ რეკომენდაციებს მიიღებთ <3 .

I BUILT MY SITE FOR FREE USING