მე ვარ ქრისტინე ვაჩაძე, მევენახეობა-მეღვინეობის ბაკალავრი და ღვინის ტურიზმის მაგისტრი.
როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:
როგორც უმეტესი ქართული ოჯახი ქვევრის გარეშე იშვიათია, არც ჩემი იყო გამონაკლისი. ბავშვობაში რთვლის დროს ბებია-ბაბუას ვეხმარებოდი ჭურების გავსებაში და სწორედ აქედან გამიჩნდა დიდი ინტერესი ამ სასმლის მიმართ. რამაც შემდგომ განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევაც.
რატომ ავირჩიე ეს პროფესია?
მრავალფეროვნების გამო. ამ სფეროში ყოველდღიურად მეტის აღმოჩნდა და შექმნა შეგიძლია, თან სტერეოტიპების დანგრევაც მინდოდა, რომ სქესს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია საქმის სიყვარული და ის ბედნიერი წამები, როდესაც ჩვენს მიერ დაყენებულ ღვინოს მიირთმევენ და ზუსტად გრძნობენ მიწოდებულ ემოციებს.
ჩემი მიზანია:
საზღვარგარეთ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნით მივხვდი, რომ ამ ეტაპზე მინდა მეღვინეობებს ტურიზმის და მარკეტინგის კუთხით დავეხმარო. ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა დიდი ისტორია გქონდეს, მაინც ახლები ვართ ამ სფეროში, ახლა გვიცნობს ხალხი და ძალიან ბევრი ახალი კარგი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია ახალთაობას.
რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ:
მჯერა, რომ მეღვინე ღვინის დაყენებისას ცდილობს გაგვიზიაროს მისი ხასიათი და გაგვაცნოს ღვინის ინდივიდუალური ბუნება. აი ამ ყველაფრის სხვებისთვის გაზიარება მაძლევს მოტივაციას შევთავაზო და გავაცნო ხალხს უფრო მეტი ქართული პროდუქტი.
რა აკლია ქართულ მეღვინეობას?
იმდენად გვჯერა, რომ ღვინის სამშობლო ვართ და ისტორია გვაქვს, რომ ამის გარდა ძალიან ცოტა სიახლეს ვაკეთებთ, თითქოს გავიყინეთ ერთ ადგილას და ქვევრებს ვცდილობთ მოვეჭიდოთ, არადა ძალიან ბევრი რამის ცდა არის შესაძლებელი. მთავარია გავრისკოთ და ნაკლები შიში გვქონდეს ექსპერიმენტებისადმი.
რჩევა, მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:
მთავარია საკუთარი თავის მიმართ რწმენა არ დავაგდოთ პატარა წარუმატებლობის დროს. მე პირადად ბევრი გამოწვევის წინაშე ვიდექი და ამასთან ერთად ხორვატიაში რთვლის დროს გემიდან ვიღებდით ყურძენს. დღესდღეობით ბევრი კარია ღია, მთავარია მონდომება და არ შეუშინდე, ბევრი კარგი მიმართულებაა ამ სფეროში და ძალიან კარგი ექსპერიმენტების ჩატარებაა შესაძლებელი. არასდროს შეწყვიტონ ძიება და აუცილებლად შეძლებენ ყველაფერს.